09.04.2026 10:33
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელშია აღნიშნული, პერსელი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.
„9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას",- აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
ავტორ(ებ)ი :