ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ 09.04.2026 17:21

პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების პოლარიზაციის პროექტი წახალისებული და დაფინანსებულია.

„ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ მარგინალური ნაწილია, რომელიც ამ ყველაფერს არაფრად დაგიდებს და თავის პოლიტიკურ ბოღმას ანთხევს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი წახალისებული და დაფინანსებულია საზოგადოების პოლარიზაციის პროექტით. ელჩების, რომლებიც დღეს 9 აპრილის მემორიალთან იდგნენ, მეორე ხელით, მათი სახელმწიფოს დაფინანსებებით ამ პოლარიზაციის წახალისება ხდება, რათა ერი არ იყოს კონსოლიდირებული არცერთი საკითხის გარშემო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ