09.04.2026 19:37
ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკუთარი თავის აქტუალიზაციის მცდელობაა.
„ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია. ეს ადამიანი სამწუხარო მოვლენაა, რადგან „ნაცმოძრაობის" ჩვეულებრივი წარმომადგენელი გახდა. მისი მხრიდან მცდელობას ვხედავთ, რომ საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს. არ შეიძლება, მისი ეს მცდელობები ყურადღების ღირსი იყოს. რადიკალური ოპოზიციაის მცდელობები კრახისთვის არის განწირული, რადგან მათ საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ავტორ(ებ)ი :