13.04.2026 14:14
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოს ეწვევა.
ამის შესახებ მაიკლ ო'ფლაერტი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
„საქართველოში მივემგზავრები, რათა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო", - წერს მაიკლ ო'ფლაერტი.
ავტორ(ებ)ი :