15.04.2026 15:28
ცხრა ნაბიჯის კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობას, მასში საუბარი იყო არჩევნებზე. შესაბამისად, როდესაც ეძებთ ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილს პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა, რომ არჩევნების არაღიარების უსაფუძვლო პოლიტიკით და ოპოზიციის მიერ დამოკრატიულ პროცესზე უარის თქმით საფუძველი მიეცა ევროპულ ბიუროკრატიას, ესაუბრა ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე.
„სწორედ ამის გამო, მაგალითად, ქალბატონმა კაია კალასმა 2025 წლის 20 ოქტომბერს საქართველო არ მიიწვია დაკავშირებადობის შესახებ მინისტერიალზე, სადაც მიწვეული იყო ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფო, მიწვეულები იყვნენ აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. სწორედ „დემოკრატიული უკუსვლა" იყო საქართველოს ამ შემადგენლობაში არყოფნის მიზეზი, რაც ღიმილის მომგვრელია. პარადოქსულია ეს მიდგომა, როცა ქვეყანა, რომელიც დღეს ევროკავშირისთვის არის მთავარი ქვეყანა დაკავშირებადობის თვალსაზრისით, განსაუთრებით, როცა ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, არ იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :