გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება ევროკავშირს დააბრალა 15.04.2026 15:39

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას" სრულიად უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტში საგარეო საქმეთა მიონისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციის წესით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც საგარეო პოლიტიკაზე და ევროპული კურსის დაზიანებაზე ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირია, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, საზოგადოებამ სრულიად საპირისპირო იხილა.

 

„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება, პირიქით, ევროკავშირს დააბრალა. მან არაფერზე აიღო პასუხისმგებლობა - არც დემოკრატიულ უკუსვლაზე, ანტიდემოკრატიულ კანონებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ათობით მომიტინგის წინააღმდეგ ძალადობაზე და შემდეგ ამ მოძალადეების დაუსჯელობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვაზე და კიევ ბევრ სხვა დანაშაულზე. მან ევროკავშირი დაადანაშაულა, თითქოს მათ გამო შეჩერდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ფსევდოეროვნულობის და ფსევდოპატრიოტიზმის მანტიით შემოსილი „ქართული ოცნების" მინისტრები, სამწუხაროდ, სრულიად ანტიეროვნული და ანტიპატრიოტული ძალის წარმომადგენლები არიან. ეს არის და ეს. ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს ფაქტობრივად ჩიხში შეყვანილი ქვეყანა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, ვიდრე ეს ხელისუფლება არ წავა ან არ გამოიყენებს ერთ-ერთ ბოლო შანსს, გონს მოეგოს და საქართველო ევროპული მომავლის გზაზე დააბრუნოს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ