შალვა პაპუაშვილი - საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება 16.04.2026 18:54

რა თქმა უნდა, მთავარი მიზანია, თავდასხმა მოხდეს და არ დაუშვან არაფერი, რაც საქართველოში დადებითი ხდება, რადიკალურ ოპოზიციას და მათ გარე დამკვეთებს ყველანაირი არსენალი ამოეწურათ, პოლიტიკური არსენალი, სხვა საბაბებიც სცადეს და ყველგან დამარცხდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რასაც ისინი ცდილობენ, არის ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ, რათა ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ.

„ესეც ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. მათი მიზანია, რომ არ დაუშვან საქართველოში წარმატებული პროექტების განხორციელება, სამეცნიერო პოტენციალის ათვისება. აბასთუმნის ობსერვატორია სამეცნიეროსთან ერთად მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც საინტერესოა მათთვის, ვინც საქართველოს მოინახულებს ხოლმე. მათი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები რამე მოხდეს და ბევრი ცუდი. არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი. ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, საქართველოს ცა როგორ ინტენსიურად იყო გამოყენებული და დღესაც ასე ხდება მას შემდეგ, რაც ჩაკეტილია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მარშრუტები. საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად. იქ, სადაც საჭიროა სამეცნიერო პოტენციალისთვის ასათვისებლად შესაბამისი შეზღუდვების დაწესება, ეს უმტკივნეულოდ ხდება. რაც მთავარია, არ ჩივიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ავიაკომპანიები, პილოტები და რატომღაც ჩივიან რადიკალები", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ