ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას 16.04.2026 20:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური 17 აპრილს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ