შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, რჩება ისევ ისეთ ბოროტ ძალად, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს 17.04.2026 17:14

ძალიან სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, რათა გავრცელდეს მათი მოსაზრებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კრიტიკის შესახებ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის, ვინც ამ სამარცხვინო საქციელში იყო ჩართული, ვინც ასეთ ადამიანებს აძლევს ტრიბუნას, ორივენი თანაბრად არიან არა მხოლოდ ქართული ეკლესიის მტრები, არამედ ქართული საზოგადოების მტრები.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ ზუსტად იმავე ხალხს, არაფერი ახალი არ არის, პეტრე ცაავა ნანუკა ჟორჟოლიანთან იყო ხომ, ერთიც და მეორეც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიის ჟურნალისტი თუ რესპონდენტი. ტელევიზიაში რაც მაშინ ხდებოდა, ახლა გადაიტანეს სოცმედიის არხებზე. არაფერი შეცვლილა, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა", რა ბოროტი ძალაც იყო ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, ყველანაირ ღირებულებას, რომელსაც ჩვენი, ქართული ღირებულება ჰქვია. ევროპული ღირებულებების დროშით, რომელსაც თვითონაც ვერ ხსნიან, რას გულისხმობენ ამ ევროპულ ღირებულებებში, ცდილობენ, ჩაანაცვლონ ქართული ღირებულებები. არადა, საქმე პირიქით არის, სწორედ ქართული ღირებულებაა ჭეშმარიტად ევროპული ღირებულება. ვინც ქართულ ღირებულებებს სცდება, ის სცდება ევროპულ ღირებულებებსაც. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ ნირს არ შეიცვლის „ნაცმოძრაობის" არცერთი წევრი თუ აპოლოგეტი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ