გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება 17.04.2026 17:26

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხარვეზს მალე გამოასწორებს.

„ეჭვის საფუძველი გვაქვს, ეს გარკვეული პასუხია იმაზე, რომ საქართველოში მათი ელჩის საქმიანობის გამო სამართლიანი უკმაყოფილება გამოვხატეთ, შესაძლოა, ეს იყოს პასუხი. მაგრამ ვინაიდან მაღალი დონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ტექნიკური შეცდომაა, ჩვენც მივიღოთ როგორც ტექნიკური შეცდომა. მსოფლიოსაც და ჩვენს საზოგადოებასაც ვაცნობოთ, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია რომ არ განახლებულა, სხვა არაფერია, თუ არა ტექნიკური შეცდომა. ძალიან კარგი პასუხია და იმედია, ამ ხარვეზს მალე გაასწორებენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ