18.04.2026 14:10
პირადად, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ახალგაზრდებს შორის საუბარი დაიწყო, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა გურიაში ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეცდება, რომ ახალგაზრდების შეხვედრებს თავადაც დაესწროს.
„ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა. კარგი შეკითხვებიც იყო და კარგი პასუხებიც. მჯერა, ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ბევრი თემა ჩაიწერეს ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა და დარწმუნებული ვარ, გულით და ღირსებით მოეკიდებიან თითოეულ გამოწვევას, პრობლემას და მაქსიმალურად ეცდებიან, გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს.
მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორმატი გაჩნდა და იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, ერთმანეთს ესაუბრონ, ეკამათონ. სიამოვნებით დავესწრებოდი აბსოლუტურად ყველა შეხვედრას. უბრალოდ, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ვერ ვახერხებ ყოფნას, თორემ აუცილებლად ყველა რეგიონს ვესტუმრებოდი და სადმე თუ შევძლებ, რომ დავესწრო, მეც პირადად აუცილებლად ვეცდები, ყველა შეხვედრაზე ვიყო", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :