შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ 26 მაისი იქნებ რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას 20.04.2026 12:05

 

„ნაციონალური მოძრაობისგან" შეჩვეული ვართ ყოველ ჯერზე არეულობის, რევოლუციების, სისხლის ღვრის და ამ ყველაფრის დაანონსებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერსაც ასე აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას. მაშინ ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და გვერდში დაუდგა მათ, ვისაც დაანონსებული ჰქონდა ნეპალის მოწყობა საქართველოში.

„ბრიუსელიდან მხარდაჭერით შეგულიანებულებმა სცადეს პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება და კიდევ ერთხელ დამარცხდნენ ქართულ საზოგადოებასთან. ახლაც ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები" ცდილობენ, რომ 26 მაისი იქნებ რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას. ჯობია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, შევხედოთ „ნაცმოძრაობა" სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას რეინკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი როგორ ცდილობს, რომ კვლავ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად და ადეკვატურად შეხვდება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ