,,ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის''- თამარ ჩერგოლეიშვილი 20.04.2026 14:46

 

პარტია „ფედერალისტების" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ადასტურებს, რომ მისი პარტიის ერთადერთი მიზანი კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაა.

თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული, რომ მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეხება, თუ პარტიები იკრძალება ქვეყანაში ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესიც იკრძალება და „ფედერალისტები" არანაირი ფორმალურ პროცესში ასეთ პირობებში არ ვაპირებთ. ამდენად, არაფერი არ იცვლება. ჩვენ მოვაწერეთ ხელი პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ქართული ოცნება" ახალი კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს. ასაკრძალ პარტიათა სია იზრდება. „ნაციონალურ მოძრაობას", „ახალსა" და „ლელოს" „ფედერალისტებიც" დაემატება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ