კესტუტის ბუდრისი - ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ლიეტუვამ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ინიციატივა გამოთქვა, ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ 21.04.2026 13:41

 

საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მათ ვალდებულება აიღეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე და მათ ეს ვალდებულებები უნდა შეასრულონ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბუდრისს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, შეუძლია თუ არა უნგრეთში მომხდარ ცვლილებებს საქართველოსთან დაკავშირებული სანქციების საკითხი წინ წასწიოს.

„ჩვენ უკვე დავაგვიანეთ, ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ლიეტუვამ სანქციების ინიციატივა გამოთქვა ევროკავშირის დონეზე დაწესებისთვის და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, ისევე როგორც ჩვენ ეს ეროვნულ დონეზე გავაკეთეთ. ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო იკლებს, ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. მათ ვალდებულება აიღეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე და ეს ვალდებულებები უნდა შეასრულონ. თუ ისინი ამისთვის მზად არ არიან, მაშინ ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის შესახებ", - განაცხადა ბუდრისმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ