21.04.2026 14:26
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობა, ისევე როგორც უფრო ფართოდ, რეგიონში, რათა ჩვენ გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰელენ მაკენტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირლანდიაში საქართველოს ბევრი მოქალაქეა და მუშაობა მათთანაც მიმდინარეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობა, ისევე როგორც უფრო ფართოდ, რეგიონში, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერა.
ირლანდიაში საქართველოს ბევრი მოქალაქეა და მათთანაც ვმუშაობთ. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ვიყოთ ჩართულები. როდესაც არსებობს მკაფიო გამოწვევები, ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, ფოკუსირებულები ვართ, რომ აუცილებელია რეფორმები და რომ ის ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, პრიორიტეტს წარმოადგენდეს მთავრობისთვისაც", - განაცხადა ჰელენ მაკენტმა.
ავტორ(ებ)ი :