21.04.2026 14:55
„ალიანსის" შეთანხმებას ყველა სხვა წინა ერთობის შეთანხმებისგან გამოარჩევს ის, რომ რაც ალიანსის შეთანხმებაში წერია, ის სრულდება და ის იგულისხმება, ჩვენ ვერ მოვიპოვებთ საზოგადოების ნდობას, თუ ჩვენვე არ ვცემთ პატივს ჩვენს შეთანხმებებს, - ამის შესახებ „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ალიანსის" სიძლიერე იმით განისაზღვრება, თუ როგორც რეაგირებენ დანარჩენები ამა თუ იმ დარღვევაზე.
„დარღვევით ყველამ შეიძლება, რაღაც დაარღვიოს, მაგრამ ამით კი არ განისაზღვრება ალიანსის სიმყარე, არამედ იმით, როგორ რეაგირებენ დანარჩენები და აქცევენ თუ არა იზოლაციაში დამრღვევებს. ჩვენი ამოცანა არავის გარიცხვა არ არის, პირიქით, ჩვენი ამოცანა არის გაფართოება და ახალი წევრების მიღება, მიუხედავად იმისა, ჩვენ რას ვფიქრობთ ამა თუ იმ პარტიაზე, რადგან ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, ეს არის ამ პარტიების ამომრჩეველის გადასაწყვეტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ალიანსი არის ყველა პარტიის ადგილი, რომელსაც ჰყავს წინააღმდეგობაში ხალხი, რომელსაც ჰყავს წინააღმდეგობაში ამომრჩეველი და იზიარებს, რაც მთავარია, ალიანსის სტრატეგიულ ხაზს და ქცევის წესებს. ამდენად, ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველამ დაიცვას წესები და ყველამ გაცნობიეროს, რომ არ გაუვა დარღვევა და იზოლაციაში მოექცევა ალიანსის წევრების მხრიდან. ჩვენი ამოცანა არ არის ერთობის დაშლა, ჩვენი ამოცანა არის ერთობის განმტკიცება. მიხეილ სააკაშვილი შეთანხმების დარღვევას თუ გააგრძელებს, თვითონ ვეღარ იარსებებს ამ ალიანსში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ, რომ შეთანხმების დარღვევა არ გააგრძელოს, რადგან მისთვისაც არ არის ეს კარგი. ჩვენი ამოცანა არავის გარიცხვა არ არის, ჩვენი ამოცანა არის საქართველოს მოქალაქეებთან ნდობის აღდგენა. მთავარი პრობლემა, რაც ივანიშვილის დამარცხებას ხელს უშლის, არის პოლიტიკური სპექტრის მიმართ საზოგადოების უნდობლობა და ამ ნდობას ვერ ავაშენებთ თუ საკუთარ სიტყვებს პატივი არ ვიცით. 18 აპრილის განცხადება თვითგანდიდების ტექსტი იყო, იქ ბევრი მუხლი დაირღვა ჩვენი წესების, ერთი ის, რომ შენ არ უნდა დააკნინო სხვები, საკუთარი თავის განდიდების ხარჯზე", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :