21.04.2026 15:26
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო მიმდინარეობს. დიპლომატები განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიასთან და მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს.
საბჭოს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ხელმძღვანელობს.
"უნდა დავეხმაროთ საქართველოს, გააგრძელოს გზა, რომელიც მისი მოსახლეობის უმეტესობას სურს. ეს არის გზა ევროპული ოჯახისკენ და რა საკვირველია, ჩვენ დავეხმარებით ქართველ ხალხს ამ გზის გაგრძელებაში, დემოკრატიული, მშვიდობიანი, ევროპული გზით", - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესი
ავტორ(ებ)ი :