სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება 21.04.2026 19:09

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინოდის 28 აპრილის სხდომაზე პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.

„ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი", - ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ