რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა 21.04.2026 22:24

„რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს შესახებ ისაუბრეს, თუმცა სანქციებთან დაკავშირებით მათ ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, პირველი ნაბიჯი გადადგას.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს. ოთახში სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, გადადგას პირველი ნაბიჯი ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის წარმართვისკენ. შემდგომი ქმედებებისთვის საქართველომ უნდა: შეწყვიტოს აგრესიული ენა ევროკავშირის წინააღმდეგ, შეწყვიტოს ოპოზიციის შევიწროება, გადახედოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობას", - წერს რიკარდ იოზვიაკი.

ამასთან, იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ საქარველოსთვის შესაძლო სანქციების საკითხის განხილვა მას შემდეგ მოხდება, როდესაც შეხვედრას სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან და უნგრეთზე მიანიშნა.

„კალასი ამბობს, რომ საქართველოსთვის შესაძლო სანქციების „გადახედვა" მოხდება მას შემდეგ, რაც სხვა წარმომადგენლებიც იქნებიან მოლაპარაკების მაგიდასთან..." - წერს რიკარდ იოზვიაკი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ