23.04.2026 13:27
1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, 34 წლის შემდეგ აშშ სიამაყით აგრძელებს ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში.
„იმ დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კერი კავანომ გახსნას ისტორიული უწოდა და აშშ-საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაფართოებასა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა.
დღეს, 34 წლის შემდეგ, ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :