ლევან მაჭავარიანი - ბრიტანეთის ელჩთან, ჰერჩინსკთან და ფიშერთან რადიკალების სტუმრობები ძალიან ხშირია, სწორედ მათგან იღებენ მითითებებს 24.04.2026 15:52

ვისთანაც რადიკალები დადიან, რამდენიმე ელჩთან და ევრობიუროკრატთან, სწორედ მათგან იღებენ მითითებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის ელჩთან „ოპოზიციის ალიანსის" წევრების დღევანდელ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან, ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკთან და გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან ოპოზიციის წარმომადგენელთა სტუმრობები ძალიან ხშირია.

„სავარაუდოდ, ეს უფრო დიდი ბრიტანეთისთვის ანგარიშის ჩაბარებაა, რადგან მათი ხედვა არავის არ აინტერესებს. ვისთანაც ისინი დადიან, რამდენიმე ელჩთან და ევრობიუროკრატთან, სწორედ მათგან იღებენ მითითებებს, ეს რადიკალები.

კარდაკარი დააანონსეს და ეს აბსურდია. ვისთან უნდა შევიდეს გიორგი ვაშაძე? ამ ადამიანს ისეთი არაკაცური გამონათქვამი ჰქონდა, ვისთან მივა? ბავშვებს მოუწოდა, რომ მშობლებს გამარჯობა არ უთხრათ, თუ ისინი „ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიანო. ვისთან უნდა გაბედოს და კარზე დააკაკუნოს? რადიკალების ბრიტანეთის ელჩთან, ჰერჩინსკთან და ფიშერთან სტუმრობები ძალიან ხშირია. იქ საიდუმლო შეხვედრებიც არის ხოლმე. შემდეგ საელჩოდან სტუმრებს ფილმის სიუჟეტის მსგავსად აპარებენ. გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ლომჯარია გააპარეს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ელჩები ჩვენი მოქალაქეების თვალში თავიანთ რეპუტაციას ბოლომდე აზიანებენ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ