25.04.2026 22:08
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში, სადაც იყო მელიორაციის საკითხები დასმული, თითქმის ყველგან იყო შესაბამისი სამსახური ჩასული. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" განაცხადა.
„თუ ვინმე აქტიურად მუშაობს ფერმერებთან, ერთი-ერთი გამორჩეული მელიორაციის სამსახურია. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად დიდი გამოწვევა გახდება წყალი. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის რეზერვუარების შექმნა. გვაქვს გეგმები ამასთან დაკავშირებით. გარემოებები იცლება, ამ გარემოებებს უნდა ავუწყოთ ფეხი და ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე. მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც განვითარდეს. ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს.
აბსოლუტურად სხვა გარემოებები არსებობს და ამაზე უნდა ვიყოთ ადაპტირებადი და რეაგირებები შეგვეძლოს სწრაფად და ადვილად, თუ გვინდა რომ შედეგებსაც მივაღწიოთ და გამოწვევებს გავუმკლავდეთ. სადაც არ გვექნება შესაძლებლობა აქტიურად გავაკეთოთ ადაპტირება გარემოზე და მოთხოვნებზე, მხოლოდ პრობლემებს ჩავყვებით და გამოსავალს ვერ ვიპოვით და ეს იქნება რეალობა", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
„საბოლოო ჯამში, სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის, როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ყველა მიმდინარე ინიციატივა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
მინისტრის განცხადებით, დარგობრივი საბჭოების ფარგლებში დეტალურად განიხილება ყველა გამოწვევა, როგორც მცირე, ისე უფრო ფართომასშტაბიანი საკითხები. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ავტორ(ებ)ი :