თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო 27.04.2026 18:14

 

როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეო უწყებაში გამოიძახო და პოზიცია გააცნო, ან რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ ღირს, რადგან მას მსგავსი ადამიანით ჩაანაცვლებენ.

„ახსენა თუ არა სამოქალაქო ომი, ეკონომიკური განადგურება და სიღარიბე?, ამას აკეთებს ელჩი, რომელიც საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს, როცა ასეთი პროგნოზების კეთებას იწყებს და ფაქტიურად თავად აწარმოებს ანტისამთავრობო პროპაგანდას საქართველოში, ეს ელჩისთვის სრულიად შეუთავსებელი საქმიანობაა. როცა მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს - საგარეო უწყებაში გამოიძახო და პოზიცია გააცნო ან რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღო. მეორეს აზრი არ აქვს, რადგან ისევ მისი მსგავსი ადამიანით ან მასზე უარესით ჩაანაცვლებენ. ასეთი ნაბიჯის გადადგმა არც ღირს", - განაცხადა შარმანაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ