ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის მიერ დაწყებულ ცვლილებებს სჭირდება გაგრძელება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში 28.04.2026 16:30

ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა გამოწვევაზე უნდა იმუშაოს სუს-ის ახალმა უფროსმა.

„რეალურად, გამოწვევა ბევრი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო წარმატებული სამსახურის საქმიანობა, გამოწვევა რჩება საკმაოდ ბევრი. ყველა მიმართულებით არის ყურადღება და სიფრთხილე საჭირო. საფრთხეები არსად წასულა. თქვენ ხედავთ, რა მძიმე ვითარებაა ზოგადად გლობალურად, ჩვენს რეგიონში, ჩვენ გარშემო. ასეთ პირობებში საჭიროა მუდმივი სიფრთხილე, სიფხიზლე. ასევე, ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ