29.04.2026 14:34
რადიკალებმა კარდაკარ სიარული რომ დაიწყეს, ფრთხილად იყვნენ, რადგან მათ მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში ერთიანი აზრი არ არსებობს, ურთიერთმოძულე და სამშობლოს მოძულე ადამიანები არიან.
„კიდევ ერთხელ ჩანს, რომ დეგრადირებულ და პოლიტიკურ დაჯგუფებას თავის ხალხთან არ გააჩნია კონტაქტი. რადიკალებმა კარდაკარ სიარული რომ დაიწყეს, ფრთხილად იყვნენ, რადგან მათ მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. სჯობს, საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ, ეს ხუმრობით. მოსახლეობაში თუ არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება, ამ ვაიპოლიტიკურ დაჯგუფებას მხარი დაუჭირონ, მათ რეალურ სახეს აჩვენებს, ხალხთან წვდომა არ აქვთ, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და ფასადურ ილუზიას ქმნიან, თითქოს ხალხს ხვდებიან. რადიკალურ ოპოზიციაში ერთიანი აზრი არ არსებობს, რადგან ურთიერთმოძულე და სამშობლოს მოძულე ადამიანები არიან. აქვთ დაპირისპირება და ალიაქოთი. მათი საბოლოო ფინალი - ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :