ირაკლი კობახიძე - მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ 29.04.2026 15:26

საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში, ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კობახიძის თქმით, მინისტრის თანამდებობა პოლიტიკური თანამდებობაა და მიზანშეწონილია, რომ ვინც პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნება, პოლიტიკური წარსულიც ჰქონდეს.

 

„საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში, ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა. ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება. ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ. ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას, იმდენად დიდი პრობლემაა კომპეტენციის კუთხით. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება ხოლმე კადრების შერჩევა. პოლიტიკური თანამდებობაა მინისტრის თანამდებობა, შესაბამისად, მიზანშეწონილია, პოლიტიკურ თანამდებობაზე ვინც ინიშნება, ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც, დაკავშირებული ჩვენს გუნდთან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება", - განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ