ირაკლი კობახიძე - ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები 29.04.2026 15:47

ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა, მათ შორის, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ხოლო მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა.

 

„ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში. უკრაინაში, სამწუხაროდ, არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. 2022 წლის შემდეგ, იცით, როგორ მძიმედ განვითარდა პროცესები ამ ქვეყანაში, რაც ჩვენთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი. ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი, თუმცა ხედავთ, რა მდგომარეობაა შექმნილი - ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის, ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის უკრაინაში შექმნილი.

 

რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვაც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ეს აისახება, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2022 წლიდან მოყოლებული, მოვახერხეთ, დაახლოებით 14 მლრდ დოლარით გაგვეზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. ეს არის, რა თქმა უნდა, მათ შორის, კორუფციის შედეგი, ინსტიტუციური კრიზისის შედეგი, რომელიც შექმნილია მოლდოვაში, ეს არის საერთო სურათი.

 

ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები", - აღნიშნა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ