გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება 29.04.2026 23:18

ჩვენ ოპოზიციისგან გამიჯნული ვართ და ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

შარაშიძის თქმით, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა პარტიას „გახარია საქართველოსთვის" არასოდეს ექნება.

 

„„ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები როდის გაერთიანდებიან, როდის დაიშლებიან, რა ესთეტიკით და რა ეთიკური სტანდარტით აქვთ ერთმანეთში კომუნიკაცია, ეს არ არის ჩვენთვის არც საინტერესო, არც პრიორიტეტული.

„ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობა წითელი ხაზია მათი დამოკიდებულების გამო. ამ რეჟიმის დანაშაულების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იცით, ასევე მათი დამოკიდებულების გამო არჩევნების თაობაზე და 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე. სწორედ ისინი არიან შემოქმედები. ამ ყველაფრით „ოცნება" გააძლიერეს, ჩვენ კი ხელისუფლებას ვებრძვით საკმაოდ მწვავედ და, მათ შორის, პარლამენტში. ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება", - აღნიშნა შარაშიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ