მამუკა მდინარაძე - 4 ოქტომბერს ბევრი დეტალი იყო, რომელიც, დანაშაულთან ერთად, სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადაურჩა 08.05.2026 16:12

საქართველოს სიყვარული ქვეყნის არევასა და დამხობაში არ უნდა გამოხატონ, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან, პიარკამპანიის ეს ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის. ეს ადამიანები პირდაპირ ეთერში ჩადიოდნენ დანაშაულს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კულისებში რა იყო, ამაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია არსებობს.

„ბევრი დეტალი იყო, რომელიც არათუ დანაშაულზე, არამედ დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა - დანაშაულის შედეგად რა შეიძლება, გამოწვეულიყო ქვეყანაში და რამდენად სერიოზული დარტყმა შეეძლო, მიეღო ქვეყანას მათი გეგმები და ზრახვები წარმატებული რომ ყოფილიყო. სამართალდამცავი სისტემა დეტალების სიზუსტით თავის სიმაღლეზე დადგა. ჩვენ შევძელით, იმავე დღეს როგორც დამნაშავეების დაკავება, ასევე, იმავე დღეს ამოწურულიყო ეს ინციდენტი, ყველაზე რბილი სიტყვით რომ მოვიხსენიოთ. იმ დღეს მოხერხდა ზედმიწევნითი სიზუსტით პოლიციის ყველა დანაყოფის მოქმედება, უსაფრთხოების და დაცვის სპეციალური სამსახურების ზედმიწევნითი სიზუსტით მოქმედება, პრევენცია, დაზღვევა. გახსოვთ, პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება, რომლითაც დადგინდა იარაღის ადგილსამყოფელი და ამ ღონისძოების დამთავრებიდან იმავე დღეს, უმოკლეს ვადაში მოხერხდა იმ იარაღის ამოღება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, უნდა გამოყენებულიყო მოქალაქეების წინააღმდეგ. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით", - განაცხადა მამუკა მდინარაძე,

მისი თქმით, არის ოპერატიული ინფორმაციები, რომლებიც მტკიცებულებებში ყოველთვის არ აისახება ხოლმე, ეს შეუძლებელია.

„ერთია ოპერატიული, მეორეა მტკიცებულებითი მხარე. მტკიცებულებები პირდაპირ ეთერში იყო წარმოდგენილი და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელს იხდიან. სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. ამის იქით, მე რაც კი შემიძლია, გითხრათ, მაქსიმალურს ვამბობ. ამის იქით ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ, ვერც წყაროებზე და ა.შ. მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, იმ დღეს ქვეყანა გადაურჩა ძალიან დიდ უბედურებას. ყველა ის სამართალდამცველი ვინც იმ დღეს ვინც იყო ამ ღონისძიებაში ჩართული, რამდენიმე ათასმა ადამიანმა ძალიან ზუსტად იმუშავა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ