09.05.2026 14:25
თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
.
მანვე თავის სოციალურ ქსელში გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს. უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი თავდადება ფასდაუდებელია. ვუსურვებ ჩვენს საყვარელ ვეტერანებს ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს. ხსოვნა და დიდება იყოს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების!", - განაცხადა კახა კალაძემ.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში დედაქალაქის მერთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
ავტორ(ებ)ი :