პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ 09.05.2026 16:35

წევრობა ეფუძნება მკაცრ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ, მოკლე გზა არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ ზუსტად ისეთივე ნაბიჯები უნდა გადადგას, როგორც სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა.

 

„ეს არის ღია ღონისძიება. ჩვენ ყველა მოვიწვიეთ და დარწმუნებული ვარ, ნახეთ პოსტერები მთელ ქალაქში. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ სოციალური მედიის პლატფორმა, სატელევიზიო რეკლამები და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად აღნიშნოს ევროპის დღე.

 

ყოველ ჯერზე ვიმეორებ, რომ ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში ერთხმად და უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გადაწყვიტა, გაეხსნა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ეს ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების ნებას. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება წევრობაზე. წევრობა ეფუძნება მკაცრ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. მოკლე გზა არ არსებობს. თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და ზუსტად იგივე პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილთან დაკავშირებით, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ წერილი მიიღეს, სათავო ოფისში გადაგზავნეს და პასუხი გარკვეულ დროში დაბრუნდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ