შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდოს 09.05.2026 18:34

 

მედიკამენტების გარკვეული კატეგორიის გაიაფებას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ.

„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართული იყოს კერძო სექტორი, რადგან რეფერენტული ფასი შეიქმნას მოლაპარაკების საფუძველზე", - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

„ხელისუფლების მიზანია, რომ გრძელვადიანად დარეგულირდეს ფასი როგორც სასურსათო პროდუქციაზე, ასევე მედიკამენტებზე. გვჯერა, რომ ერთობლივად, როგორც ხელისუფლება, ასევე კერძო სექტორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ და დარეკოქტირდება ფასები", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.

„კარგი იქნება, თუ მოახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლება ბიზნეს საზოგადოებასთან კოორდინაციას და მოხდება ოპტიმალური ფასების შეთავაზება საზოგადოებისთვის", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მედიკამენტების გარკვეული კატეგორია გაიაფდება. დადგენილია პრეპარატების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი, რომელზე მაღალ ფასადაც, წამლის რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია ათასობით მედიკამენტზე. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ