,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი 09.05.2026 21:42

როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები" პარტია „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.მისივე თქმით, ჯანდაცვა რთული პოლიტიკური თემაა, რადგან ემოციურია საკითხია და ხშირად ემოციური არგუმენტი ფარავს ლოგიკურ არგუმენტს."სწორი სისტემა სამი ელემენტისგან შედგება, ერთი არის პაციენტი, მეორე ექიმი და კლინიკა და მესამე არის სადაზღევო კომპანია. თუ კონკურენცია არის სადაზღვევო კომპანიებს შორის, კლინიკებს შორის და არსებობს სამართლიანი სასამართლო, რომელიც სწრაფად აგვარებს დავებს მხარეებს შორის, ეს სისტემა ყოველთვის, ყველგან კარგად მუშაობს. ჩვენ არასდროს გვქონია ეს სისტემა. იყო რაღაც მოკლე პერიოდი, როცა ამ სისტემისკენ წავედით, მაგრამ არც კონკურენცია არ იყო, არც სასამართლო გვქონია, ამიტომ ჩვენს მოქალაქეს არასდროს ჰქონია შეხება სწორად აწყობილ სისტემასთან.ნებისმიერი სისტემა, როგორც არ უნდა ააწყო, იქნება ხალხი, რომელსაც არ აქვს წვდომა მომსახურებაზე, მარტივად რომ ვთქვათ, ღარიბები. როცა საზოგადოება ხედავს, რომ ღარიბ ადამიანებს არ აქვთ წვდომა მომსახურებაზე, ეს უცბად ხდება პოლიტიკური პრობლემა და ყველაზე მარტივი პოპულისტური პასუხია მოდი, ჩვენ მივხედავთ აქ ყველაფერს და მოგაწვდით იაფ ან უფასო მომსახურებას. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ვუპასუხოთ სიღაბის პრობლემას, ორი განსხვავებული პრობლემა ერთმანეთში აერევათ ხოლმე. იმის ნაცვლად, რომ ადამიანს რომელიც ღარიბია, მივცეთ შესაძლებლობა დაზღვევა იყიდოს, ამის ნაცვლად მთავრობა ერევა ჯანდაცვის სექტორში. როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველას - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ