,, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს''- შალვა პაპუაშვილი 10.05.2026 17:40

 

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს, უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უნდა გაუქმდეს ის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება.

„ჩემი რჩევა იქნება, რომ გულმოდგინედ წაიკითხონ ჩემი წერილი, გაიაზრონ და მიიღონ იქ რაც წერია. ეს უპირველეს ყოვლისა გამოადგება თავად ევროკავშირს და ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა. ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს. უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკური დღის წესრიგი, ესეც ეწინააღმდეგება შუმანის დეკლარაციის ინტერესებს და უნდა გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება. მე ვურჩევ კიდევ ერთხელ ყველას ევროკავშირში, ნუ ქმნიან საქართველოსგან მტრის ხატს. ეს არის ევროპის ბნელი წარსული, როცა მთელი ქვეყნისგან ცდილობ, შექმნა მტრის ხატი. ჩემი წერილი ასევე ეხებოდა ევროპის დღის გამიჯვნას ფაშიზმზე გამარჯვების დღისგან. შარშან ვერ მოვისმინეთ ელჩისგან იმ 300 ათასი ქართველის წვლილზე, რომელიც დაიღუპა იმისთვის, რომ დღეს ევროპა იყოს ისეთი, როგორიც არის, ფაშიზმისგან თავისუფალი. არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე და უკვე ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, ამ შემთხვევაში ევროკავშირის დღით, რაც არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, რომელიც გაიღეს სხვადასხვა ხალხებმა. როცა რაიმე დღე აღინიშნება ქვეყანაში და შენ ხარ სტუმარი, სტუმარი შენი დღესასწაულით შედიხარ მასპინძელთან და არც კი იხსენებ, რას აღნიშნავს მასპინძელი იმ დღეს, ეს არ ჯდება არანაირ გაგებაში. ეს აჩვენებს იმას, რომ არის მცდელობა, გადაფარონ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. წაშალონ ის მეხსიერება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არის სამამულო ომთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ