„სამწუხაროა, რაც პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გაუკეთა“- შალვა პაპუაშვილი 10.05.2026 17:46

 

ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა. როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.

კერძოდ, პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ფიშერის განცხადებაზე, სადაც  ელჩი ამბობს: „ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არცერთი მათგანი არის კარგი. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, რა არის ევროპა".

შალვა პაპუაშვილის თქმით, „სამწუხაროა, რაც პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გაუკეთა".

„ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც გაუკეთა ამ ერთმა ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველოდებით, როდის დატოვებს ის საქართველოს. დარჩა სულ რამდენიმე კვირა. ასე რომ, ველოდებით, რომ დატოვებს საქართველოს და ქართულ-გერმანული ურთიერთობის ეს მომენტიც დაგვავიწყდება", - განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ