ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები 11.05.2026 14:37

გვსურს, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო, მოსაზრებების კარგი გაცვლა. მზად ვართ, გავაგრძელოთ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.

„უახლოეს მომავალში მოლდოვაში ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები. გვსურს, შესაბამისი ფორმით დავარეგულიროთ ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოებები ამას იმსახურებენ. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური საკითხი, მაგრამ წინსვლისთვის მზად ვართ", - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ