11.05.2026 15:27
ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებასა და იმ ღირებულებებზე დაფუძნებულ მომავალს, რომელიც თავად აირჩიეს. სამწუხაროდ, მოქმედი ხელისუფლება ამას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ელინა ვალტონენის თქმით, მხარს უჭერენ ქართველებს და აქვთ მომავლის იმედი.
„რუსეთს 2008 წლიდან აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. თითქმის 20 წელი სრულდება. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებასა და იმ ღირებულებებზე დაფუძნებულ მომავალს, რომელიც მათ თავად აირჩიეს, თუმცა, სამწუხაროდ, მოქმედი ხელისუფლება ამას არ წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი. მოდით, ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ძალიან ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს საკუთარი ხალხის თავისუფლებაზე, ამავდროულად, აჩვენოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელსაც არ სურს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის არსებობა ან ყოფნა", - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა.
ავტორ(ებ)ი :