11.05.2026 19:15
ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი ვალიდ აბუ ჰაია, სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევას ულოცავენ. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული და მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხისთვის, ხოლო ახალ პატრიარქს სიბრძნეს, მშვიდობასა და ნაყოფიერ მსახურებას უსურვებენ.
"ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას.
ქართველი ხალხისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ვუსურვებთ სიბრძნეს, სიმტკიცეს, მშვიდობასა და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის წინამძღოლობაში, რწმენით, თანაგრძნობითა და ერთობით.
ისრაელისა და საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობა საუკუნოვან მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება. ქართველები და ებრაელები თაობების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით - ღრმა ისტორიული კავშირებით, კულტურული ურთიერთგაგებითა და მტკიცე მეგობრობით.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მშვიდობის, ტოლერანტობისა და ადამიანის ღირსების ღირებულებებზე დაყრდნობით.
ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს", - წერია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :