14.05.2026 11:40
დიდი ხანია, მუქარას ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით, ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, თავის ვიწრო წრეში პატარა ბწკენას ცდილობენ მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა.
„კონტექსტში დასანახია, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და ვხედავთ. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, რომ მთავარი, რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა და ძალიან აფრთხობთ, როგორც ჩანს, ის სიმართლე, რაც საბოლოო ჯამში ესმით და რომლის გამოც, ის პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო, მილიონობით იხარჯებოდა საქართველოს წინააღმდეგ, ეს არ მუშაობს. ამიტომ, ეს არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების, რომლის მიზანიც არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია. მუქარას დიდი ხანია, ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით, ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, თავის ვიწრო წრეში პატარა ბწკენას ცდილობენ მედიის წინააღმდეგ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს", „რუსთავი 2"-ს და „პოსტივის" ერთი წლით აკრედიტაცია შეუჩერა.
ავტორ(ებ)ი :