15.05.2026 12:54
2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
„2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას. დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაბამისად, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ დღეს მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :