ირაკლი კირცხალია: ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?! 16.05.2026 20:50

 

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა მშვიდობიანი აქცია იყო?! - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პოლიტოლოგს, ნიკა ჩიტაძეს გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები", სადაც პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას ადგილი არ ჰქონია და დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა.

„რას ჰქვია, გადატრიალების მცდელობა არ იყო?! პარლამენტის შენობას წვავდნენ, დაასახიჩრეს პოლიციელები. რომელია პოლიტიკური პატიმარი, ერთი მითხარით! ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?! თქვენ, ნებით თუ უნებლიედ, როგორც ბატონ ჰერჩინსკის და მის დამქაშებს, როგორც ცრუ აღქმებში შეჰყავდათ ჩვენი საზოგადოება, ახლა თქვენ იგივეს იმეორებთ", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ