ნიკა ჩიტაძე ირაკლი კირცხალიას: არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო 16.05.2026 20:52

 

„არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო", - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კირცხალიას პარლამენტის შენობასთან 2024 წელს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

ნიკა ჩიტაძის თქმით, დღეს ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან უბრალოდ იმიტომ, რომ თავიანთ მოსაზრებას გამოხატავდნენ.

კითხვას, რომელია პოლიტიკური პატიმარი, ნიკა ჩიტაძემ უპასუხა, - „ყველა უდანაშაულო, რომელიც ზის".

„არანაირი გადატრიალება არ იყო, პოლიცია ურტყამდა ხალხს", - აღნიშნა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ