18.05.2026 15:37
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს.
ფორუმის მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი მასპინძლობენ.
მთავრობის მეთაური მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი და UN-Habitat-ის ასამბლეის პრეზიდენტი ნგა კორ მინგი.
სამიტის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტ ანალენა ბერბოკის ვიდეომიმართვები.
ავტორ(ებ)ი :