18.05.2026 18:42
აზერბაიჯანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის, როგორც შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობებს, ამ კონტექტსში დღეს მართლაც მნიშვნელოვან შეთანხმებებს მოეწერა ხელი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ სრულად გამოიყენოს სატრანზიტო პოტენციალი.
„გარდა სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებული თემებისა, მნიშვნელოვანი იყო ასევე აზერბაიჯანის მხრიდან გადაწყვეტილება, რომ სამგზავრო მატარებლის მოძრაობა განახლდეს ორ ქვეყანას შორის. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხალხთა შორის ურთიერთობებს. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი საინტერესო არ არის მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის, ის საინტერესოა სხვა ქვეყნებისთვისაც. მზარდია ის პოტენციალი, რაც აფრიკის კონტინენტზე არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც სწორად გამოვიყენოთ. ამ კონტექსტში რა თქმა უნდა კარგი შესაძლებლობა იყო ეს კენიის პრეზიდენტთან შეხვედრა", - განაცხადა ბოჭორიშვილი.
ავტორ(ებ)ი :