18.05.2026 21:44
"ამჟამად ძალიან მცირე საკითხებზე თუ ახერხებენ ევროკავშირში საერთო ენის გამონახვას და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო საგარეო პოლიტიკის წარმოებისას არის. ეს ამავე დროს ხელს უშლის ევროკავშირს, რომ შესაბამისი სტრატეგია შეიმუშაოს", - განაცხადა ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ გადაცემაში „თბილისის დროით" .
"ბევრი წლის წინ ევროკავშირი ფუნდამენტური არჩევანის წინაშე იდგა, სურდა კი მას წევრი სახელმწიფოების რაოდენობის ზრდა და გაფართოება თუ უკვე წევრ სახელმწიფოებს შორის ინტეგრაციის გაუმჯობესება? ეს ორი არჩევანი ერთმანეთის წინააღმდეგობრივია. ევროპელებმა კი გადაწყვიტეს ორივეს შესრულება, როგორც გაფართოება, ასევე ინტეგრაციის ზრდა. შედეგად ევროკავშირი ბევრი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ეს გამოდგა როგორც ეკონომიკური, ასევე საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემაც.
წევრ სახელმწიფოებს შორის ეროვნული ინტერესები იმდენად განსხვავებულია, რომ ეს ევროკავშირს ხეიბარს ხდის. საქმე გვაქვს საერთოდ განსხვავებულ თვალსაზრისებთან და გამოწვევებთან. ამ ყველაფრის ერთიან ჩარჩოში მოქცევა კი ერთსულოვანი თანხმობით შეუძლებელია", - აღნიშნა ჯორჯ ბიბიმ.
ავტორ(ებ)ი :