მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა 19.05.2026 17:36

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში წმინდა საყდრის დესპანს არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩის შეხვდა.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის მნიშვნელობას.

 

ყურადღება დაეთმო განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობასა და წმინდა საყდრის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წმინდა საყდრის დესპანს კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ისახავს მიზნად.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ