20.05.2026 21:39
ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი.
„ჩვენც ვიცოდეთ - გამოსწორდა ნაწილობრივ რუსეთი, და ამიტომ მოუხსნა ბრიტანეთმა ეს სანქციები თუ ვბრუნდებით შავბნელ წარსულში, როგორც ევროკავშირის ელჩმა მოგვმართა ქართულ საზოგადოებას?", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ბრიტანეთის საელჩოს „ქრონიკამ" კითხვით მიმართა, რამდენად თანმიმდევრულია ოფიციალური ლონდონის პოლიტიკა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე გენერალური სავაჭრო ლიცენზია გასცა. ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტი დაიშვება, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული.
ავტორ(ებ)ი :