ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, ურთიერთობა არის სტრატეგიული, ძმური და ასე გაგრძელდება მომავალშიც 22.05.2026 13:14

სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მესამე მხარეზე დამოკიდებული არ არის და მომავალშიც სტრატეგიულ, ძმურ ხასიათს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ „ევროკავშირი ვერ შეძლებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას".

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში.

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს თამაშობს სომხეთ-ევროპულ ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ არსებული სიტუაციით. მიგვაჩნია, რომ ეს მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს", - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს; სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

„სხვა სცენარი, უბრალოდ, არ შეიძლება, არსებობდეს", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ