გიორგი ვაშაძე - ვემიჯნები იმ განცხადებას, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად 22.05.2026 16:20

სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან „ტვ პირველის" და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას განიხილავს, როგორც პირად თავდასხმას.

 

„მინდა, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა გადავუხადო „ტვ პირველს", მის თითოეულ ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებიც ამ უმძიმეს, ურთულეს პოლიტიკურ და ფინანსურ პირობებში, ყოველდღიური სამართლებრივი თუ ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას და საზოგადოებას სიმართლეს აწვდიან. კრიტიკული მედიის არსებობა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მადლობას ვუხდი ყველა სხვა თავისუფალ მედიასაშუალებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც ანალოგიური დარტყმების ფასად ინარჩუნებენ სიმართლის პლატფორმას.

 

ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემ წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არცერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი.

 

დღეს, ისე, როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი მუშტად შეკვრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დიდი გამარჯვების გზაზე!" - წერს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, „ტვ პირველს" ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტში „უბორნია" უწოდა. „ნინო ჯღარკავას სადაც ელაქუცებიან, იმ უბორნიაში დაბლოკილი რატომ არ უნდა იყოს პატიოსანი ადამიანი?" - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ