23.05.2026 23:05
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ იუთუბ არხზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც საფრანგეთი შეარცხვინა.
პოლიტიკოსი იხსენებს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტებსაც და ამბობს, წარმოუდგენელია, რომ მათ ადგილას ზის ეს უსახო პიროვნება, რომელიც არცხვენს საფრანგეთს.
"ამერიკაშიც კი პრობლემაა მდიდრების მოცილება პოლიტიკიდან. მდიდრების დიქტატი პოლიტიკაში იქაც პრობლემა დგას. იგივე საფრანგეთში ავიღოთ- ის უსახო, ახლა მე უხეშ შედარებებს ვაკეთებ, ამერიკაში და საფრანგეთში ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტებია, რომ ყველაზე ღვთისპირიდან გადავარდნილ პრეზიდენტს აიტანს, გადახარშავს და გადაამუშავებს, ჩვენთან ეს ინსტიტუტები არ არის და ამიტომ ვართ ძალიან დამოკიდებული პერსონალიებზე. მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია შეიძლება ითქვას, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი. წარმოუდგენელია, რომ დე გოლის ადგილას, ფრანსუა მიტერანის ადგილას, ჟორჟ პომპიდუს ადგილას და სხვა პრეზიდენტების, ვალერი ჟისკარ-დ'ესტენის და ჟაკ შირაკის ადგილას ზის აი ეს უსახო პიროვნება რომელიც, არცხვენს საფრანგეთს. მდიდრებისგან თვითონ ვერ გაბედეს როტშილდებმა შემოსვლა იმიტომ, რომ ფრანგები ახლა სოციალიზმის ერია, იქ არ აირჩევენ მილიონერს და მილიარდერს, შანსი არ არის. ვერც მორგანებმა გაბედეს პოლიტიკაში შესვლა, ვერც როტშილდებმა, ვერც სიმენსებმა, ვერც კრუპებმა, ვერც ფორდებმა და ვერც ვერავინ იმიტომ, რომ აი იმდენად არის დემოკრატიული საზოგადოება დამუხტული ანტიოლიგარქიული ელემენტებით, რომ იმათ აზრადაც არ მოუვათ იქ შემოსვლა. არ აირჩევენ, გააბანძებენ, მიტინგებს მოუწყობენ, გააკოტრებენ და ჭკუას ასწავლიან.
ვცდილობ, რომ საფრანგეთის გავლით არ ვიმოგზაურო, პარიზის გავლით იმიტომ, რომ ან ტაქსისტები არიან გაფიცული, ან სტიუარდესები არიან გაფიცული, ან მფრინავები არიან გაფიცული, ან აეროპორტის მომსახურე პერსონალი. ამიტომ, მუდმივი ბრძოლაა საჭირო, მდიდრები არ მოვიდნენ პოლიტიკაში, ეს არის ქვეყნის გადარჩენის და განვითარების საფუძველი"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :